ვაშლიჯვარში წყლის მილი გასკდა. ამ ფაქტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში ორგანიზაციამ „ჩემი ქალაქი მკლავს“ გაავრცელა.
მათი თქმით, წყალი 40 წუთის განმავლობაში იღვრებოდა.
ამ დროისთვის ადგილზე შესაბამისი სამსახურები არიან მობილიზებულები და პრობლემის მოგვარებას ცდილობენ.
GWP ვაშლიჯვარში წყლის მილის დაზიანებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს