LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: უზარმაზარი კოლექცია აუქციონზე გაიყიდება

31
კოლექცია

RM Sotheby’s აუქციონის სახლი მომავალ კვირას ჩაატარებს ვაჭრობას, სადაც უნიკალური ავტო-პარკი გაიყიდება. კოლექცია ავეჯის მაგნატს ჯინ პონდერას ეკუთვნის. ბიზნესმენმა გადაწყვიტა, რომ ექსკლუზიურ ავტომობილებს გამოემშვიდობოს. საუბარია 120 ავტომობილსა და რამდენიმე მოტოციკლეტზე. ვინტაჟური ავტომობილებისთვის მამაკაცი 20 მილიონი დოლარის მიღებას გეგმავს.

ჯინმა ორი წარმატებული კომპანია დააარსა, შემდეგ კი ფეშენებელური კომპლექსი აიშენა და მის ტერიტორიაზე უნიკალური ფარეხიც მოაწყო. მრავალი წლის განმავლობაში ბიზნესმენმა ექსკლუზიური კლასიკური მოდელების – Bentley-ს, Ferrari-ს და Mercedes-Benz-ის ბრენდების მოგროვება შეძლო. კოლექციონერის საყვარელი მოდელი 1948 წლის MGTC-ია, მანქანა რომელიც მან ფლოტში მსახურების შემდეგ შეიძინა.

ექსპონატთა შორისაა ასევე – Maserati 3500 GT Spyder 1960 წლის, Porsche 356 A 1600 Speedster 1956 წლის, 60 წლის Mercedes-Benz 300 SL Roadster, ასევე Ferrari 330 GTC და როდსტერი 246 Dino GTS 1967 და 1974 წლების.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები