აშშ-ში, ჯორჯიაში მდებარე აკვარიუმი, ისევე როგორც ყველა სხვა დაწესებულება პანდემიის გამო დროებით დახურულია. თუმცა, ამას ხელი არ შეუშლია ორი ლეკვისთვის რომ ყველა თევზი მოენახულებინათ და სახლებში გამოკეტილი მილიონობით ადამიანი გაემხიარულებინათ.
ოდი და კარმელი 8 თვის ლეკვები არიან და ამჟამად ატლანტის ერთ–ერთ თავშესაფარში ცხოვრობენ. მათი უცნაური მოგზაურობაც თავშესაფრის თანამშრომლების იდეა იყო. როგორც ჩანს, ეს აზრი აკვარიუმის წარმომადგენლებსაც ძალიან მოეწონათ და სახლში დარჩენილი ვიზიტორების გამხიარულება გადაწყვიტეს.
უსაყვარლესმა ლეკვებმა ათასობით სახეობის თევზი, ზვიგენი, დელფინი თუ ოკეანის სხვა მკვიდრი დაათვალიერეს, ბევრი ირბინეს და ბოლოს დაღლილებმა ცოტა წაუძინეს კიდეც.
აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ რაც აკვარიუმი დაიკეტა, მსურველებს მისი დათვალიერება სახლიდან გაუსვლელად, სხვადასხვა დარბაზში დამონტაჟებული ათობით კამერით შეუძლიათ.
შეგიძლიათ, თავადაც სცადოთ: