ულამაზესი ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანი, ზემო სვანეთში იმყოფება. ის ქორულდის მთების ფონზე გადაღებულ ვიდეოებსა და ფოტოებს გვიზიარებს.
როგორც ჩანს მოდელს ცხენზე ჯირითიც კარგად გამოსდის, რადგან ვიდეოში საკმაოდ თამამად და თავდაჯერებულად გამოიყურება.
“შენ და ეს მთები, ქვეყნის სიმბოლოდ უნდა გაქციოთ ” – უწერენ მოდელს ინსტაგრამზე ფანები.
16წლის მატილდა გვარლიანი, დიდ პოდიუმზე პირველად 2018 წელს გამოჩნდა. თბილისის Mercedes Benz მოდის კვირეულზე, მოდელი წამყვანი ქართველი დიზაინერების ჩვენებებზე გამოვიდა და საერთაშორისო სამოდელო სააგენტოების ყურადღებაც მიიქცია. ის მხოლოდ ქართული ბრენდებით არ კმაყოფილდება და ერთ წელში მსოფლიო მოდის ყურადღებაც მიიპყრო, გადაიღეს სხვადასხვა რეკლამაში. მიზანი კიდევ უფრო დიდი აქვს – გოგონას ოცნება „ვიქტორიას სიკრეტის“ შოუზე გამოსვლაა.
ქართული მოდის ახალი სახე მატილდა გვარლიანი „ვიქტორიას სიკრეტის“ შოუში მოხვედრაზე ოცნებობს