ნუცა სურგულაძე თავის „იუთუბ“ გვერდზე სააღდგომო პასკის რეცეპტს გვიზიარებს. როგორც ნუცა აღნიშნავს, ამ მეთოდით პასკა ძალიან სწრაფად, სულ რაღაც 4 საათში ცხვება.
8 ცალი 580 გრამიანი პასკისთვის დაგჭირდებათ:
კვერცხი – 7 ცალი
შაქარი – 800 გრ
რძე – 500 მლ
არაჟანი (15%)- 150 მლ
შედედებული რძე (სგუშონი)- 150 მლ
კარაქი – 500 გრ
ზეთი – 150 მლ
ფქვილი(უმაღლესი) – 2,200
სანელებლები:
მიხაკი 2-3 გრ
დარიჩინი 2-3 გრ
მუსკატი 3 გრ
ილი-3 გრ
მარილი-1/2 ჩკ
ასევე დაგჭირდებათ:
შავი რომი ან კონიანი- 50-70 გრ
საფუარი მშრალი 18 გრ
ყველაზე არომატული პასკის რეცეპტი ქეთი ბაქრაძისგან
მომზადების წესი: ჯამში გადაგვაქვს 18 გრ. მშრალი საფუარი, ვუმატებთ 1 სუფრის კოვზ შაქარს და 4 სუფრის კოვზ ფქვილს და ვასხამთ ოთახის ტემპერატურაზე ოდნავ თბილ 1 ჭიქა წყალს და კარგად ვურევთ. საფუარის გააქტიურებას დაახლოებით 10-15 წუთი სჭირდება, ამიტომ უნდა გადავაკრათ პლასტიკი და შევინახოთ თბილ ადგილას.
ცალკე ჯამში ავიღოთ სუნელები, დარიჩინი, ილი, მიხაკი და მუსკატის კაკალი, დავასხათ კონიაკი და დავაცადოთ, რომ კარგად გაიჟღინთოს.
ცალკე ჯამში ცუკატებს დავასხათ ოდნავ თბილი წყალი და კონიაკი და დავაცადოთ, რომ გაიჟღინთოს.
ავიღოთ დიდი ჯამი, გავთქვიფოთ 7 ცალი კვერცხი და ნელ-ნელა დავაყაროთ შაქარი, რომ მივიღოთ გოგლიმოგლის მასა. შემდეგ დავუმატოთ 150 გრ. არაჟანი, ასევე შევურიოთ 150 გრ. შედედებული რძე და კარგად ავურიოთ, რომ ერთიანი მასა გახდეს. შემდეგ შეგვიძლია დავუმატოთ ციტრუსის, ლაიმის, ლიმონის და ფორთოხლის ცედრა და ფორთოხლის წვენი და ზეთი. ისევ კარგად უნდა შევურიოთ ეს მასა ერთმანეთს და შემდეგ უნდა დავუმატოთ სუნელები.
ქვაბში დაბალ ცეცხლზე გავათბოთ 500 მლ. რძე 500 გრ. კარაქთან ერთად ( კარაქი 82%-იანი უნდა იყოს). სანამ ამ მასას ცომის მიქსში დავუმატებთ ოთახის ტემპერატურამდე უნდა გავაცივოთ. შემდეგ ამ მასას ვუმატებთ ამოფუებულ საფუარს.
კარგად გავცრათ ფქვილი, რომ მაქსიმალურად ჰაეროვანი იყოს და დავიწყოთ ცომის მოზელა ხელით მანამ, სანამ ოდნავ შეკრულ მასას არ მივიღებთ. ვეცადოთ, რომ ცომი ძალიან არ დაგვიმძიმდეს და შემდეგ გადავიტანოთ დიდ ჰერმეტულად დახურულ ჭურჭელში (ჭურჭელს ცომის გადატანამდე აუცილებლად წავუსვათ ზეთი). ამის შემდეგ ცომი დავტოვოთ თბილ ადგილას.
ცომი ამოსვლის შემდეგ, შეგვიძლია, რომ ერთხელ გადავზილოთ და ამის შემდეგ დავუმატოთ გადაწურული, დამბალი ცუკატები ან ქიშმიში და მოვათავსოთ ფორმებში. უმჯობესია, პასკები კიდევ ერთი საათით ამოფუვდეს და შემდეგ გამოვაცხოთ 160 გრადუსზე 1 საათის განმავლობაში.
ნამდვილი სომხური პასკა გაიანე კარაპეტიანისგან
იხილეთ ვიდეო:
ვიდეო: შეფმზარეული გურამ ბაღდოშვილი უგემრიელესი სააღდგომო პასკის რეცეპტს გვიზიარებს