“ჩქარა, თორემ მოვა გიორგობისთვე“, ავთო შარვაძის ეს სიმღერა, ნოდარ ჯალაღონიას ტექსტზე, ყველასთვის კარგად არის ნაცნობი. ამჯერად “აკუსტიკაში” მისი სრულიად განსხვავებული ვარიანტი წარმოგვიდგინეს. სიმღერა “რეგიონის” სოლისტნა, ლაშა ნოზაძემ შეასრულა. მას აკომპანემენტი გიტარაზე აჩიკო ციმაკურიძემ გაუწია.