სოციალური პასუხისმგებლობა “ავერსისთვის” პრიორიტეტული მიმართულებაა, ამიტომ, დღიდან დაარსებისა, ის არა ერთ პროექტს ახორციელებს, რომლებშიც ყოველწიურად მილიონ ლარზე მეტს ხარჯავს.
კომპანია ყოველთვის ითვალისწინებს ქვეყანაში არსებულ პრობლემებს. მისთვის განსაკუთრებით პრიორიტეტულია ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნვა, ამიტომ მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება ყველაზე მნიშვნელოვანია.
„ავერსი“ ქართული სპორტის დიდი ქომაგი და მხარდამჭერია. ის ზრუნავს ქართველი ფეხბურთელების და სხვა სპორტსმენების ჯანმრთელობაზე, სპონსორობას უწევს სპორტულ კლუბებს.
„ავერსი“ მუდმივად სტუმრობს მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობას, რათა ხელმისაწვდომი გახადოს მათთვის მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურება და გადასცეს პირველადი საჭიროების მედიკამენტები.
ამ ყველაფერთან ერთად, „ავერსი“ რეგულარულად ეხმარება საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს, უსინათლოთა და ყრუ-მუნჯთა საზოგადოებებს, მოხუცებულთა თავშესაფრებსა და ბავშვთა სახლებს, საქართველოს პენსიონერთა კავშირს, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს, სასულიერო პირებს, პედაგოგებს, სტუდენტებს, სკოლის მოსწავლეებს…
„ავერსს“ მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში, მონაწილეობს გარემოს დაცვის არაერთ პროექტში.
“ავერსში” ათი ათასი ადამიანია დასაქმებული და ეს კომპანიისთვის ყველაზე სამაყოა, საამაყოა ისიც, რომ ქვეყნის ბიუჯეტში მას ყოველწლიურად რამდენიმე ათეული მილიონი ლარი შეაქვს.
და ბოლოს:
რას ნიშნავს სიკეთე?
რას ვგრძნობთ, როდესაც სხვას უხარია?
უანგაროდ გაცემა ადვილია, როდესაც გიყვარს. უბრალოდ, გიყვარს სიცოცხლე და იცი, რომ გადარჩენისთვის ერთად ყოფნა, ერთმანეთის გვერდით დგომა გვჭირდება.
სიკეთით, ზრუნვით და დიდი სიყვარულით –მუდამ თქვენ გვერდით „ავერსი“!
R