LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: თურქეთში ნანგრევებში ნაპოვნი 2 თვის ჩვილი დედასთან დაბრუნდა

352
Untitled design

4 თებერვალს, თურქეთში მომხდარ მიწისძვრას უამრავი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაინგრა საცხოვრებელი კორპუსები, საიდანაც ადამიანების ნაწილი ცოცხალი ამოიყვანეს, ნაწილი კი სამწუხაროდ დაიღუპა.

მაშველებმა ნანგრევებში იპოვეს 2 თვის ბავშვი, რომელსაც 128 საათის განმავლობაში ეძებდნენ. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისი დედა მიწისძვრას შეეწირა, თუმცა, აღმოჩნდა, რომ ქალი ცოცხალია და დნმ-ის ტესტით შემოწმების შემდეგ, ბავშვი დედასთან დაბრუნდა.

თურქეთის ოჯახისა და სოციალური საკითხების მინისტრმა, დერია იანიკმა Twitter-ზე ბავშვისა და დედის შეხვედრის ვიდეო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ „სამინისტრო მათ გვერდითაა“.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები