LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „თუ თქვენი პარტნიორის მიმართ კუთვნილების განცდა გაქვთ და გიჭირთ მისი გაზიარება, ეს არის პრობლემა…“ – ფსიქოანალიტიკოსი გიორგი ხატიაშვილი ურთიერთობებზე საუბრობს

115
გიორგი ხატიაშვილი

გადაცემას „ამ შაბათ-კვირას“ ფსიქოანალიტიკოსი გიორგი ხატიაშვილი ესტუმრა, რომელმაც პარტნიორთან ურთიერთობაზე და რიგი საკითხების გარკვევასა და კითხვების დასმის აუცილებლობაზე ისაუბრა:

„როცა წყვილები რაღაც პერიოდი შორდებიან, უჭირთ კითხვის დასმა, ამ პერიოდში მის პარტნიორს თუ ჰყავდა სხვა, ეს ჯანმრთელობასაც ეხება, რომ რაიმე დაავადება არ გადასდოს… თუ ცუდი რეაქცია იქნება, ე.ი. თავდაცვის რეაქცია ირთვება და რაღაცა დაზიანებაა…

თუ თქვენი პარტნიორის მიმართ კუთვნილების განცდა და თუ გიჭირთ მისი გაზიარება, ეს არის პრობლემა. პირველ რიგში, უნდა გაცნობიერდეს, რა გადამაქვს ამ ადამიანზე. მისი ბრალეულობა არ არის, რომ მე მაქვს რაღაცნაირი მიჯაჭვულობა და კუთვნილების სურვილი. ხშირად გადაგვაქვს მშობლებთან დაკავშირებული ემოცია მეგობარსა თუ პარტნიორზე…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები