ქსელში მოიძებნება ძალიან ბევრი ვიდეო, სადაც სამ საბურავიანი ავტომობილები ქუჩაში ისე გადაადგილდებიან, თითქოს არც არაფერი მომხდარიყოს. თუმცა, კანადური პროვინციის ალბერტას მძღოლი კიდევ უფრო შორს წავიდა და სამ საბურავიანი სედანით დათოვლილ გზაზე გამოვიდა.
ქსელში გავრცელებულ კადრებში „სამსაბურავიანი“ Corolla-ს მძღოლი ძალიან მშვიდად გამოიყურება მაშინ როცა მისი სედანი გზაჯვარედინს გადის.
გზაჯვარედინის გავლის შემდეგ ის მუხრუჭს იყენებს და ვიდეო სწორად ამ კადრით სრულდება.