LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „თოვლიანი მთა“ – მაია ბუწაშვილი საკუთარ კომპოზიციას მყინვარწვერის მიმდებარედ გარდაცვლილილ ვანო იმნაიშვილს უძღვნის

133
Untitled design (1)

ცნობილი ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ფორტეპიანოზე შესანიშანავად უკრავს. ის საკუთარ მუსიკას სოციალურ ქსელში გამომწერებს ხშირად უზიარებს.

ამჯერად მაია ბუწაშვილი კომპოზიციას „თოვლიანი მთა“ გარდაცვლილი სიძის, IDFI-ს სამეთვალყურეო საბჭოს წევრის ვანო იმნაიშვილის ხსოვნას უძღვნის.

„ძალიან ძვირფასი ადამიანი და მეგობარი დავკარგეთ“ – IDFI -ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ვანო იმნაიშვილი დღეს მაშველებმა მყინვარწვერის მიმდებარედ გარდაცვლილი იპოვეს

„თოვლიანი მთა. ეძღვნება ვანო იმნაიშვილის ხსოვნას.

მუსიკა და შესრულება: მაია ბუწაშვილი

ვიდეო ეკუთვნის ლაშა გულბიანს“, – წერს მაია ბუწაშვილი.

ცნობისათვის, ვანო იმნაიშვილი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, გერგეთის მყინვარწვერის მიმდებარე ტერიტორიაზე სამთო ექსპედიციის დროს დაიკარგა. რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ, ის მაშველებმა 27 დეკემბერს გარდაცვლილი იპოვეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები