LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „თითქოს ეს სიყვარული 15 წუთში ჩამოინგრა“ – რატომ დაწერა თათია შარანგიამ სტატუსი, რომელმაც მის ცხოვრებაში გადაფასებები მოახდინა

2076
ფორტუნა - 2023-12-13T220510.746

ტელეწამყვანი და პიანისტი თათია შარანგია „ნიკოლოზის კითხვების“ სტუმარი იყო.

კითხვაზე, რა მოხდა და რატომ დაწერა სტატუსი, რომელიც განხილვის საგანი გახდა, თათია პასუხობს:

„ჯარჯი გახდა ჩემი საყრდენი. ემოციური ბალანსი, თითქოს ეს ემოციური ბალანსი  15 წუთში ჩამოინგრა, ძალიან ემოციური ადამიანი ვარ. ალბათ დავასწარი მოვლენებს..

გამოხმაურებები რომ წავიკითხე, არამძაფრი რეაქცია მქონდა. ვიფიქრე, რომ ავაღელვეთ ადამიანები, ვისაც ვუყვარვართ და გვგულშემატკივრობენ.

ეს იყო ჯარჯისთან პატარა კონფლიქტი, მაგრამ მე ვარ ძალიან ემოციური ადამიანი და ჩამოიშალა დიდი სიყვარული, ერთ წამში დამთავრდა ჩემთვის და გადავწყვიტე, რომ ჩემი გულშემატკივრებისთვის უნდა გამეზიარებინა ეს ამბავი. შეიძლება, აფექტური იყო და შეიძლება, შემეშალა, მაგრამ დავწერე.

სტატუსი ორ საათში წავშალე, მაგრამ განხილვა სოციალურ ქსელში დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა და რიგმა ადამიანებმა გვაჩვენა თავისი ნამდვილი სახე. ალბათ ასე უნდა მომხდარიყო, გავიგეთ ვის ვუყვარვართ და ვის არა. შერიგება მარტივად მოხდა “. –  ამბობს თათია შარანგია სტატუსზე, რომელმაც მის ცხოვრებაში გადაფასებები მოახდინა.

თათია შარანგია: „ედუარდმა არ იცოდა, რომ ჩვენ ერთად აღარ ვიყავით, როცა განვქორწინდით, ფსიქოლოგი დამჭირდა..“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები