ცნობილმა ტელეწამყვანმა თიკო სადუნიშვილმა, რომელიც 6-წლიანი პაუზის შემდეგ, ეკრანზე გამოჩნდა, გადაცემაში „მხოლოდ ლელასთან“ იმ სირთულეების შესახებ ისაუბრა, რაც მან წლების განმავლობაში გაიარა.
„რომ მეკითხებიან ხოლმე, სად იყავი ეს წლებიო, ვპასუხობ ხოლმე, რომ ჩემს თავთან ერთად ვიყავი.
მე ამდენი დრო საკუთარი თავთან არ გამიტარებია. თავიდან აღმოვაჩინე საკუთარი თავი, ვიმოგზაურე საკუთარ თავში და ძალიან ბევრი დრო დავუთმე.. თავიდან შევიყვარე ჩემი თავი…
მივიღე გადაწყვეტილება, რომ დამეწყო ჯანსაღი ცხოვრება და ეს იყო მცდელობა ახალი შესაძლებლობა შემექმნა ცხოვრებაში.
საერთოდ, რა არის იცით? ძალიან რთულია აღიარო შენი სისუსტე და ალბათ მანდ ეგოიზმი ირთვება, როგორმე ჩემს თავს როგორ ვერ ვუშველი და სხვისი დახმარება როგორ უნდა დამჭირდეს…” – აღნიშნა თიკომ.