მცირე ხნის წინ თიკო ჩხეიძემ და ხატია სიჭინავამ დააფუძნეს ნეირობალანსირების ცენტრი, რომელიც ბავშვთა მკურნალობაზეა ორიენტირებული.
ნეირობალანსირების ცენტრთან ასევე დაარსდა ფონდი „ტატა“, რომელიც ნუკრი რევიშვილისა და თიკო ჩხეიძის გარდაცვლილი ქალიშვილის, ტატა რევიშვილის სახელზე შეიქმნა.
ხატია სიჭინავა და თიკო ჩხეიძე მომზადებულ ვიდეოში საზოგადოებას უხსნიან, როგორ უნდა შეავსონ ფონდის აპლიკაცია.