თიკა მახალდიანმა მაიკო კაჭკაჭიშვილის ახალ სიმღერაზე „მზე შემოდგომის“ გადაღებული კლიპი ფართო საზოგადოებას წარუდგინა. ვიდეორგოლი, რომელიც გოგიტა ჩიკვაიძემ გადაიღო. სიმღერის ტექსტი თემო საჯაიას ეკუთვნის. არანჟირება და ვერსია – ზვიად ბოლქვაძეს. მუსიკალურ ჩანაწერში მონაწილეობა მიიღეს ბასგიტარისტმა შაკო ღელეყვამ და სიმებიანმა კვარტეტმა. კომპოზიცია დავით უგრეხელიძის სტუდიაში ჩაიწერა. ახალი სიმღერა თიკამ გარდაცვლილი დედის ხსოვნას მიუძღვნა.