თიკა ჯამბურიას ერთადერთი ქალიშვილი, ნინა ჰყავს, რომელიც ბექა ხოფერიასთან პირველ ქორწინებაში შეეძინა. წყვილმა განქორწინების შემდეგ ურთიერთობის დალაგება შეძლო. მამასა და გოგონას ერთმანეთთან არაჩვეულებრივი დამოკიდებულება აქვთ. ახლახან თიკამ „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ გაახარა ბექამ ნინა ნანატრი საჩუქრით, სკუტერით, რის გამოც ქალიშვილისგან ჩახუტება დაიმსახურა.