წყალტუბოში, განახლებული და მრავალფუნქციური „თეთრა მღვიმის“ დათვალიერება სტუმრებს უკვე შეუძლიათ – ის 5 აგვისტოდან გაიხსნა.
საქართველო მდიდარია კარსტული მღვიმეებით, რომლებსაც უნიკალური მიკროკლიმატური და ბიოკლიმატური თვისებები გააჩნიათ, მაგრამ წყალტუბოში მდებარე “თეთრა მღვიმე”, მართლაც განსაკუთრებულია თავისი თეთრი დარბაზებითა და სამკურნალო ჰაერით.
„თეთრა მღვიმე” განახლდა ევროკავშირისა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებითა და წყალტუბოს ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის (LAG) მხარდაჭერით. გარდა ამისა, მღვიმეში ვითარდება სპელეოლოგიური ტურები, ღვინის დაძველების, შენახვის და დეგუსტაციის სერვისი, ეწყობა ვიზიტორთა ცენტრი და საკონფერენციო სივრცე.
„თეთრა მღვიმე“ მოიზიდავს მეტ ვიზიტორს და ხელს შეუწყობს რეგიონის ტურისტული პოტენციალის განვითარებას.