Tesla Cybertruck-ის ტყვიაგაუმტარი ძარა პისტოლეტით გამოცადეს. „ტესლას“ ელექტრონული კროსოვერის პრემიერიდან 4 წლის შემდეგ, როგორც იქნა მოდელი ბაზარზე გამოჩნდა. ამერიკელმა მწარმოებელმა პირველი ეგზემპლარები კლიენტებს უკვე დაურიგა და სიახლის შესახებ გარკვეული ინფორმაციაც გაამხილა. მოდელის ერთ-ერთი მთავარი ინოვაცია გახდა ძარა უჟანგავი მეტალისგან, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღისგანაც კი დაცულია.
ვიდეორგოლი რომელიც Tesla-მ მოამზადა, ტყვიისგან დაცულობის დონეს კარგად წარმოაჩენს. Cybertruck-ს სამი იარაღით ესროლეს და მანქანამ გამოცდა წარმატებით ჩააბარა.