„ცეკვავენ ვარსკვლავების“ მე-12 სეზონის ერთ-ერთი მონაწილე, ფილმ „გაღმა ნაპირის“ მთავარი როლის შემსრულებელი თედო ბექაურია. მისი მეწყვილე კი ანა ბირთველიშვილია.
პირველი ნომრის შესრულების შემდეგ ჟიურის წევრმა, მოცეკვავე გოჩა ჩერტკოევმა თედო ბექაურს საკუთარი სურვილის შესახებ უამბო, რომელიც პატარაობისას ჰქონდა.
„შენ გინდა იყო მსახიობი და არ ხარ მსახიობი. რატომ არ ხარ მსახიობი? ვერ ავიგე, მაგრამ მოდი ერთი რაღაცით დაგაწყნარებ. მე რომ ვიყავი პატარა, აქ თბილისში დავდიოდი, რომ ვიყავი მსახიობი და თეატრალური ინსტიტუტიდან შემომითვალეს – „აპარატი არ გივარგა და ვერ იქნები მსახიობი ვერასდროსო“ ამიტომ, ახლა უყუროს ჩემ აპარატს თეატრალურმა ინსტიტუტმა“, – ამბობს გოჩა ჩერტკოევი.