თბილისში, ჰუალინგთან მანქანა დაიწვა.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ადგილზე მისულმა სახანძრო ბრიგადამ ცეცხლის ლიკვიდირება უკვე მოახდინეს, თუმცა მანქანაში ერთი პირი გარდაცვლილი დახვდათ.
არსებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ტრაილერს, შემდეგ კი ბოძს შეეჯახა.