ხუთ დღიანი გაუჩინარების შემდეგ, იტალიაში ნაპოვნი ქართველ ემიგრანტ სალომე ტეტუნაშვილს სახესა და თავის არეში დაზიანებები აღენიშნება. სამწუხაროდ, ის ვერ იხსენებს ვინ იძალადა მასზე.
იტალიაში დაკარგული ემიგრანტი – სალომე ტეტუნაშვილი კლინიკაში იპოვეს
როგორც ადვოკატი ინგა სიხარულიძე „ტვ პირველთან“ საუბრისას აცხადებს, სალომე ტეტუნაშვილს მეხსიერების ჩავარდნები აქვს, რაღაც დეტალები ახსოვს, რაღაცას ვერ იხსენებს. ადვოკატის თქმით, სალომე აცხადებს, რომ სახლიდან გამოვიდა, თუმცა არ ახსოვს, ზარი მიიღო თუ საკუთარი ნებით გავიდა.
„ის არ ამბობს, რომ საავადმყოფოში მანქანით დატოვეს, აცხადებს, რომ ახსოვს ბიჭების დიდი ჯგუფი, უთხრეს, რომ გარკვეული მიმართულებით წასულიყო და საავადმყოფოშიც ასე 2 დღეში აღმოჩნდა. საკმაოდ შორია, 24 კილომეტრი ახალგაზრდა გოგომ ჩუსტებით როგორ გაიარა?! თავი სტკივა და ნიკაპი აქვს დაზიანებული, თუმცა არ ახსოვს, როგორ მიიღო დაზიანებები”- აცხადებს ადვოკატი ინგა სიხარულიძე, რომელიც სალომე ტეტუნაშვილის გამოკითხვას ესწრებოდა.