მედიაში ვრცელდება კადრები, რომელშიც 5 იანვარს, ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების ერთ-ერთ ეპიზოდს ასახავს.
„რუსთავი 2“ – ის ინფორმაციით, გიორგი ნაზღაიძის მიმართ თავდასხმა სცადეს
როგორც კადრებში ჩანს, ერთ-ერთი პირი გიორგი ნაზღაიძის მიმართულებით სკამს ისვრის. თავად გიორგი ნაზღაიძე კი მეგობართან ერთად ტერიტორიის დატოვებას ცდილობს.
‼️ გიორგი ნაზღაიძეზე თავდასხმის კადრები
Posted by TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი on ორშაბათი, 08 იანვარი, 2024
შეგახსენებთ, ტელეწამყვან გიორგი ნაზღაიძეზე თავდასხმასთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე, მუქარის მუხლით დაიწყო.