თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ვაჟი დაქორწინდა.
დათუჩა ბურჭულაძემ და მისმა რჩეულმა ქორწილი წინანდლის მამულში გადაიხადეს.
ქორწილს უამრავი ცნობილი სახე დაესწრო.
დათუჩა ბურჭულაძის რჩეული ქართული ჩოგბურთის ამომავალი ვარსკვლავი წალენჯიხელი ზოზია ქარდავაა.
წყვილის ნიშნობა რამდენიმე თვის წინ შედგა.
ცნობისთვის, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე 8 შვილის მამაა.