ქართველი მოდელი თათია ახალაია კიდევ ერთხელ გამოჩნდა ლეგენდარული ბრენდის, „დოლჩე და გაბანას “ პომპეზურ ჩვენებაზე. ამჯერად მან ფლორენციაში, ვილა ბარდინიში გამართულ შოუში მიიღო მონაწილეობა, სადაც იტალიურმა დუეტმა მე-16 საუკუნის ისტორია გააცოცხლა.
სამოდელო სააგენტო IC Model Management-ის ტოპ მოდელი ვილა ბარდინის ულამაზესი კიბეებიდან მწავნე ფერის კაბაში ჩამოვიდა, თმას კი ულამაზესი ყვავილების გვირგვინი უმშვენებდა. ზოგადად ყვავილები, მე -16 საუკუნის ხელნაკეთობები და რენესანსი, წლევანდელი ჩვენების მთავარი თემა იყო. იტალიურმა დუეტმა კოლექციაში 89 კაბა აჩვენა.
რაც ეხება თათია ახალაიას, მისთვის Dolce & Gabbana-ს Alta Moda-ს ჩვენება პირველი არაა, ის 2017 წლიდან თანამშრომლობს ბრენდთან და მათ შოუზე მეოთხედ გამოდის.