თამარ მეჭიაური „დღის პოსტში“ ცნობილ სიმღერას „მოღალატე“ იხსენებს და საზოგადოების რეაქციების შესახებ საუბრობს:
„ამ სიმღერის მუსიკა და ტექსტი ეკუთვნის უნიჭიერეს ქალბატონს, ნუნუ ანანიაშვილს. პირველად თემურ თათარაშვილმა შეასრულა. როცა ეს სიმღერა ავირჩიე, სამეგობრო წრეში გიტარის თანხლებით ვმღეროდი და ჩაწერეო, მითხრეს. ზოგმა გააპროტესტა სახელწოდება მოღალატე. პირიქით მოხდა, ყველამ თავისი სევდიანი ისტორია დაინახა. ყველა შეყვარებული მაინც ეჭვიანია, ყველას ჰგონია, რომ ღალატობენ.