„ღამის შოუში“ მომღერალი და „არ დაიდარდოს“ წამყვანი, თაკო მელიქიშვილი მიიწვიეს.
თაკოს რეპერტუარში ახალი ჰიტი გაჩნდა. მისი ტექსტიც და მელოდიაც ცირა ბზიშვილს ეკუთვნის.
მასთან თაკო უკვე დიდი ხანია ნაყოფიერად თანამშრომლობს.ახალი სიმღერის სახელწოდებაა „უმისამართოდ“ და მას ინტერნეტში უკვე უამრავი ნახვა აქვს.
აშკარაა, რომ ახალი სიმღერა თაკოს რეპერტუარის კიდევ ერთი ჰიტი იქნება.
ვიდეო, რომელიც სოცქსელებში აიტაცეს: თაკო მელიქიშვილისა და ქსოვრელების ახალი დუეტი