LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: თაკო მელიქიშვილი: ,,ჩემი შვილის მკურნალობის სწორ გზას დავადექით… დედას იმედი სულ უნდა ჰქონდეს“

914
takomelikishvili2011255

,,არ დაიდარდოს” წამყვანისა და მომღერლის, თაკო მელიქიშვილის შვილს, რატის საზოგადოების ფინანსური თანადგომა სჭირდება. ცნობილი მომღერლის მცირეწლოვან ვაჟს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს, რომლის შესახებაც პირველად მერიკო კარტოზიას გადაცემაში ისაუბრა. მას შემდეგ გარკვეული პერიოდი გავიდა და თაკომ ამჯერად ამავე გადაცემაში ილაპარაკა, როგორ მიდის რატის მკურნალობის პროცესი. ერთ-ერთი პირველი, ვინც გადაცემის შემდეგ გადაცემის წამყვანს დაუკავშირდა, კლინიკა “სკენარი” და მისი ექიმი, თენგიზ კუჭუხიძე გახლდათ. ისინი პატარა რატის თერაპიულ კურსებს უტარებენ.

ბევრი რამ შეიცვალა პირველი გადაცემის შემდეგ. მიხარია, რომ თქვენი სახით დიდი გულშემატკივარი შევიძინეთ. მადლობა, რომ ის ტკივილი, რასაც ოთხი წელი მარტო ვებრძოდი, გავმკლავებოდი ხალხისთვის საჯაროდ თქმით. დიდი სიყვარული და გვერდშ დგომა ვიგრენი ხალხისგან, მადლობა ჩემს ჰოლდინგს.

ამ თემაზე საუბარი რომ არ დამეწყო, მე და ჩემი შვილები ვერ ვიგრძნობდით ამხელა სიყვარულს. დიდი მადლობა კლინიკა “სკენარს”, მადლობა ყველა ექიმს, უკვე ოცი კურსი გამოვიარეთ.

გვაქვს წინსვლა, პატარა ნაბიჯით, მაგრამ არის. რატის სჭირდება ხანგრძლივი თერაპიები, რასაც დრო სჭირდება. შეიძლება, წლები დასჭირდეს, შეიძლება, წლები. მკურნალობის სწორ გზას დავადექით. მადლობა ბატონ თენგიზს!.. მჯერა, რომ ყველაფერიკარგად იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები