პროექტმა „რანინამ“ძალიან ბევრი ნიჭიერი ბავშვი გააცნო საზოგადოებას და არც ახლა წყვეტს მაყურებლის გაოცებას. გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ, სოციალურ ქსელში განთავსებულ ვიდეოებს ათასობით ნახვა, მოწონება და გამოხმაურება აქვს.
მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა მართა ნოზაძისა და გიორგი გიგაშვილის, იგივე გიგაშას ბრწყინვალედ შესრულებულმა სიმღერამ – „ალიონზე გამიღიმა თბილისმა“.
„სულგანაბული გისმენდი მართა, საოცარი ხმა ❤❤❤“, „რა კარგი გოგო ხარ მართა, საოცარი შესრულება იყო, წარმატებები ❤️“, „გავგიჟდი მე ამ ბავშვზე ❤️❤️❤️👏👏👏 გიგაშაზე არაფერს ვამბობ 💖“, „საყვარელი ფერია 👏👏👏🌺❤“, „გულს რომ გაგითბობს ისეთი ხმა აქვს, წარმატებები ❤️❤️❤️❤️❤️“, „წარმატებები უნიჭიერეს და უსაყვარლეს გოგოს!❤️“, „ბრავო არაჩვეულებრივი გოგო ხარ! 💖💖💖👏👏👏“, „მალამოსავით ედება გულს ეს ხმა ისეთია“, „საკმაოდ რთული კომპოზიცია იყო, ყოჩაღ მართას!“, „საოცარი გოგოა მართა❤️გიგაშა კიდევ მსოფლიო დონის პიანისტი👏👏“, „სულის ზეიმი“, „უკვე ხარ მომღერალი ბულბული! სულ ზევით, ზევით, მაღლა და მაღლა!“, – წერენ სოციალურ ქსელში.