მსახიობი კამერონ დიასი პირად ცხოვრებას აფიშირებას არასდროს უკეთებდა. ბოლო პერიოდში კი ის სოციალურ ქსელში აქტიურად ჩნდება და პირადი ცხოვრების შესახებაც გახსნილად საუბრობს.
47 წლის მსახიობმა თავის მეგობარს, ვიზაჟისტ გუჩი უესტენს გადაცემისთვის, Makeup & Friends ვიდეო ინტერვიუ მისცა, სადაც საზოგადოებას საკუთარი სახლი დაათვალიერებინა და ბენჯამინ მედენთან ქორწინებაზეც ღიად ისაუბრა.
„მე ძალიან მომწონს გათხოვილ ქალად ყოფნა, მომწონს დედობა, ბენჯამინი და მასთან პარტნიორულ-მეგობრული ურთიერთობა, საუკეთესო რამაა, რაც კი ცხოვრებაში გადამხდენია“,– აცხადებს დიასი.
მსახიობი ასევე გამოგვიტყდა, რომ 41 წლის მეუღლე მას სახლის საქმეებსა და ბავშვის მოვლაში საოცრად ეხმარება და ამიტომ მას თავისუფალი დრო საკუთარი თავისთვისაც რჩება.
შეგახსენებთ, წყვილი ერთად უკვე ხუთი წელი ცხოვრობს, ისინი 3 თვის ვაჟს ზრდიან.