Turkish Airlines-ის მგზავრები იშვიათი მოვლენის მომსწრეები გახდნენ. საქმე ისაა, რომ თურქეთის ფლაგმანია ავიაკომპანიის ბორტზე, რომელიც სტამბოლი-ჩიკაგოს რეისს ასრულებდა, ბავშვი დაიბადა.
აღსანიშნავია, რომ ბავშვი მაროკოელ წყვილს შეეძინა. ჩვილი ატლანტიკის ოკეანის თავზე, 10000 მეტრის სიმაღლეზე დაიბადა. ცალკე ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ ავიაკომპანიის ეკიპაჟის წევრებს სამედიცინო დახმარების გაწევაში ნეიროქირურგიც ეხმარებოდა, რომელიც ამავე ბორტზე იმყოფებოდა და წყვილის საბედნიეროდ, სწორედ მათთან ერთად მგზავრობდა.
უცხოურ მედიაში ამ ამბის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა აქტიურად ვრცელდება.
https://www.youtube.com/watch?v=5OBQ3kWId1U