სოფო ტოროშელიძე „ვოისი საქართველოს“ ჟიურის წევრია.
მან, როგორც მწვრთნელმა, მაყურებელს შესანიშნავი შესრულება აჩუქა და კოლეგებისა და მაყურებლის დიდი სიმპათია დაიმსახურა.
ენი ლენოქსის ლეგენდარული სიმღერა Why საოცრად შეასრულა.
როგორც თავად წერს, ამ შესრულების შემდეგ უდიდესი კომპლიმენტები მიიღო და უამრავი ხალხი სწერს:
„იმდენი ადამიანი მწერს წარმოუდგენელი ამბავია! არც კი ვიცი რატომ
მოგეწონათ ასე, მაგრამ უღრმესი მადლობა ყველას სათითაოდ!
ასეთ გამოხმაურებას ვერც კი დავუშვებდი!!! მადლობა, მადლობა, მადლობა…“