სოფო გელოვანმა საზოგადოებას ახალი კლიპი წარუდგინა. სიმღერა ვაჟა აზარაშვილს ეკუთვნის, ხოლო ლექსი – მარიამ წიკლაურს.
ვიდეოს რეჟისორი კი ცნობილი ფოტოხელოვანი ზაქარია ჭელიძეა. სიმღერის სახელწოდებაა „ერთხელ ამამღერე“. ახალი ვერსიის ავტორი ნინო გულიაშვილი გახლავთ.
სოფომ კლიპი გაგვიზიარა და დაწერა:
„ესეც ჩვენი ვიდეო…
შეგვიფასეთ და გაგვიზიარეთ ემოციები…
პირველ რიგში, უღრმესი მადლობა ჩვენს გენიალურ კომპოზიტორს ბატონ ვაჟა აზარაშვილს, რომელმაც გვანდო მისი არაჩვეულებრივი კლასიკური ნაწარმოების გამღერება!!! მადლობა, რომ მოგვცა სრული თავისუფლება!!“