LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „სოფი ლორენისგან დისტანცია არ მიგრძნია.. ჩემ შვილს თავისი პრიზები დაათვალიერებინა, ოსკარი დააჭერინა ხელში.. ფილმში მეგონა თავი“ – მარიამ შარმანაშვილი კარლო პონტისთან ურთიერთობაზე

808
ფორტუნა (3)

მარიამ შარმანაშვილი „შუადღის“ ეთერში იმყოფებოდა სტუმრად.

მარიამმა მისი და კარლო პონტის ურთიერთობაზე ისაუბრა.

„კარლოს ძალიან უყვარს ქართული ხალხი და ქართული კულტურა, საქართველოზეა შეყვარებული. შარშან საქართველოში შეხვდა ახალ წელს. წელს ვერ მოხერხდა ახალი წლის ერთან შეხვედრა. ევროპაში ყოფნის ლიმიტს გადავაჭარბე ორი დღით, შეზღუდვა მქონდა ექვსი თვე, რომლის ვადაც თებერვალში გადის. ჯერ წასვლა -წამოსვლები გვექნება. არის გარკვეული გარემოებები, რის გამოც ვერც მე მივდივარ და ვერც ის ჩამოდის. ახლა ჰქონდა კონცერტი ამერიკაში თავის შვილთან ერთად, რამაც ძალიან კარგად ჩაიარა. ასეთი ამბები ძალიან მახარებს ხოლმე, რადგან მათი წარმატება ჩემთვის სასიხარულოა“.  – ამბობს მარიამი.

მარიამმა სოფო ლორენთან ნაცნობობაზე ისაუბრა.

„ძალიან მიხარია, რომ მერგო პატივი და სოფი ლორენს, რომელიც ლეგენდაა, ვიცნობ. შარშან ჟენევაში ორი თვით მომიწია ყოფნა და საკმაოდ დავახლოვდით, მასთან სტუმრობა ხშირად გვიწევდა. ბევრი საინტერესო ამბები მოგვიყვა.

ჩვენ ზოგადად გვაქვს წარმოდგენა, რომ დიდი ლეგენდები დისტანციით გამოირჩევიან, მაგრამ ასე ნამდვილად არაა. მისგან დისტანცია არ მიგრძნია.   ჩემ შვილს თავისი პრიზები დაათვალიერებინა. დემეტრეს ოსკარი დააჭერინა ხელში. ფილმში მეგონა თავი. ასეთი განცდა ხშირად მქონია. იმდენად დაუჯერებელია ჩემთვის ეს ყველაფერი, რაც ჩემს გარშემო ხდება“. – ამბობს მარიამი და დასძენს, რომ თავიდან მის ახლობლებს კი არა, მასაც ძალიან უჭირდა ამ ყველაფრის დაჯერება, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები