კომპანია Smart თავის ისტორიაში ყველაზე დიდი მოდელის გამოსაშვებად ემზადება. პრემიერა 5 სექტემბრისთვისაა დაგეგმილი, მანამდე კი მწარმოებელი ინტერესის მაქსიმალურად გაღვივებას ცდილობს. Smart–მა გაავრცელა ვიდეო, სადაც რადიატორის ბადე, ოპტიკის ნაწილი და ბრენდის განათებული სახელი ჩანს.
ყველაზე გრანდიოზული მოდელის შესახებ ინფორმაცია ბრენდმა ჯერ–ჯერობით არ გაამხილა. თუმცა, მანამდე გავრცელებული თიზერის მიხედვით გაბარიტებზე გარკვეული წარმოდგენის შექმნა შესაძლებელია. სიახლის სიგრძე 4 მეტრს აჭარბებს, შედარებისთვის ოთხადგილიანი Smart ForFour–ის სიგრძე 3,5 მეტრსაც არ აღწევს.
კონცეპტის პრეზენტაცია ონლაინ შედგება, ცოცხლად კი მის ნახვას ავტომოყვარულები მიუნხენის ავტოსალონზე, 7 სექტემბრის შემდეგ შეძლებენ.