LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „სიზმარში თუ გვინახავს მსგავსი ფერები“ – სვანეთში მდებარე სასტუმრო შთამბეჭდავ კადრებს ავრცელებს

608
104082343-2818043414990447-1972751172697531472-o

„დღევანდელი დღე იყო ჯადოსნური. სიზმარში თუ გვინახავს მსგავსი ფერები და ცისარტყელები“, – ამ სათაურით აქვეყნებს სოციალურ ქსელში ვიდეორგოლს სვანეთში მდებარე სასტუმრო – „ჰეშკილის ქოხები“.  როგორც ვიდეორგოლში ჩანს, „ჰეშკილის ქოხებში“ უკვე გამოჩნდნენ დამსვენებლები.

აღსანიშნავია, რომ „ჰეშკილის ქოხები“ მდებარეობს სვანეთში, სოფ.ჰეშკილში, ზღვის დონიდან 1900 მეტრზე, მესტიიდან 6.5 კმში. „ჰეშკილის ქოხებიდან“ იშლება 2 ულამაზესი ხედი, ლაილას ქედისა დ აუშბის მწვევალის. ტურისტული სეზონი კი აქ, ზოგადად, მაისში იხსნება.

რაც შეეხება თავად სოფელ ჰეშკილს, ის სვანეთის ერთ-ერთი უძველესი სოფელია, რომელიც დღეს უკვე წარმატებულად პოზიციონირებს მსოფლიოს ტურისტულ რუკაზე, რაშიც უდიდესი წვლილი სწორედ „ჰეშკილის ქოხებს” მიუძღვის. საოჯახო ტიპის სასტუმრო ახერხებს როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ვიზიტორების გულის დაპყრობას.

https://www.facebook.com/heshkilihuts/videos/1115876868787714/

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები