LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ,,სიყვარულში ერთმანეთს ერთდროულად გამოვუტყდით” – როგორ გაიცნეს ერთმანეთი თედო ბექაურმა და ანი ხუციშვილმა

130
befunky-collage-2024-02-14t232434.804-2024-02-14_23-24-41_569354

მსახიობი თედო ბექაური, მეუღლესთან ანი ხუციშვილთან გადაცემა ,,პრაიმშოუს” სტუმარია.

წყვილი გადაცემაში თავიანთი სიყვარულისა და გაცნობის ისტორიას იხსენებს.

როგორც თედო აღნიშნავს, ერთმანეთი საერთო სამეგობრო წრეში გაიცნეს.

,,2 წლის და 9 თვის შვილი გვყავს. ერთმანეთი საერთო სამეგობრო წრეში გავიცანით. მეგობარს ვეხმარებოდი სადიპლომოს იღებდა და მაშინ დამირეკეს, რომ ავსულიყავი. ყველაზე ლამაზი გოგო ვინც იყო, ახლა ზის ჩემს გვერდზე”, – ამბობს თედო ბექაური.

ანის თქმით, თედოში ადამიანობამ და იუმორის გრძნობამ მოხიბლა.

,,ადამიანობიდან გამომდინარე მეც გამიჩნდა სიმპათიები და მასაც.. კარგი იუმორის გრძნობა აქვს. სიურპრიზები უყვარს. სიყვარულში ერთმანეთს ერთდროულად გამოვუტყდით”, – საუბრობს ანი ხუციშვილი.

ვიდეო: „სიყვარულმა ერთგულება, ურთიერთპატივისცემა მასწავლა.. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, ვინ შეგიყვარებს და ვის შეიყვარებ – ცხოვრების მთავარი ცეკვა „გაღმა ნაპირში“ ვიცეკვე“ – თედო ბექაური

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები