„სითი მოლის“ მიმდინარე ტერიტორიაზე ნაგვის ურნებს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძრის ამსახველ ვიდეოს სოციალურ ქსელში ფეისბუქგვერდი „ჩემი ქალაქი მკლავს“ ავრცელებს.
ხანძარი, სავარაუდოდ, ნაგვის ურნაში ჩაგდებულმა ანთებულმა სიგარეტმა გამოიწვია.
„ფორტუნა“ დეტალების გასარკვევად საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს დაუკავშირდა, სადაც განგვიცხადეს, რომ უწყებაში ამ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით შეტყობინება არ შესულა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, ხანძარს “სითი მოლი” საკუთარი ძალებით გაუმკლავდა.