LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: სიმღერა, რომლითაც „ნასამ“ მარსმავლის წითელ პლანეტაზე წარმატებით დაშვება აღნიშნა

80
page

„ნასას“ მიერ მარსზე გაგზავნილი როვერი „შეუპოვრობა“ წითელ პლანეტაზე უკვე დაეშვა.  წინა როვერებისგან განსხვავებით, რობოტი დაშვების სპეციფიკურ ტექნიკას ფლობს, რისი საშუალებითაც წინამორბედი 8 რობოტისაგან განსხვავებით, როვერმა მარსის ზედაპირზე უსაფრთხოდ დაშვება შეძლო. სპეციალური პროგრამის დახმარებით იგი სწორედ იმ კრატერთან დაჯდა, რომლის გამოსაკვლევადაც გაგზავნეს. ახალი მარსმავალი ჯეზეროს კრატერს შეისწავლის, რომელიც შორეულ წარსულში ტბა უნდა ყოფილიყო. „შეუპოვრობა“ წითელი პლანეტის ზედაპირზე სიცოცხლის ნიშნების ძებნას ერთი მარსული წელიწადის (ჩვენი ორი წელიწადის) განმავლობაში განაგრძობს.

ისტორიული მისია მარსზე - „ნასას“ როვერი წითელ პლანეტაზე დაეშვა

გუშინ "ნასას" მიერ მარსზე გაგზავნილი როვერი "შეუპოვრობა" წითელ პლანეტაზე დაეშვა

ახლახანს ვიდეო გავრცელდა, მარსმავლის წარმატებული დაშვების აღსანიშნავად, ტრანსლაციის დასრულების შემდეგ, ინგლისელი არტისტის, Yungblud-ის მიერ დაქავერებული, ლეგენდარული დევიდ ბოუის კომპოზიცია Life On Mars გაჟღერდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები