„მიმღერეს“ მესამე სეზონის საფინალო ეპიზოდისთვის გია მაჭარაშვილმა და ირმა სოხაძემ პოპულარული ჰიტი „გაიღიმე“ ნინი ბადურაშვილსა და მარიკო ებრალიძესთან ერთად შეასრულეს.
სიმღერის მელოდია გია მაჭარაშვილმა შექმნა, ხოლო ტექსტი ირმა სოხაძეს ეკუთვნის და ეს სიმღერა ორივესთვის განსაკუთრებულად ძვირფასია.
„სიყვარულის, სიკეთის, ერთად დგომის პროექტია…“
„უღრმესი მადლობა, ასეთი სასიამოვნო დღეები რომ გვაჩუქეთ“
„სიკეთის სიმღერა უსაყვარლესი შემსრულებლებით…“, აღნიშნავენ კომენტარებში.