„შვიდკაცა“ 25 წლის იუბილეს 25 ნოემბერს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში მართავს.
ამ კონცერტთან დაკავშირებით ანსამბლის წევრები „შუადღე ლაივს“ ესტუმრნენ.
ყველა მათგანი სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია.
ამ ფაქტთან დაკავშირებით ანსამბლის წევრმა, გიორგი ლომთათიძემ იხუმრა:
„არ გვეგონა, თუ მომღერლის სტატუსი გვექნებოდა. საერთოდ სხვა მიზნებით ჩავაბარე სამედიცინო უნივერსიტეტში, სადაც მოხვედრა არ იყო ადვილი. ჩავაბარეთ, ვისწავლეთ, ვიშრომეთ, რომ იქ მოვხვედრილიყავით და გამოვედით მომღერლები…“
ვიდეო: „საუკეთესოები ხართ“ – „ზამთარია სიცივეა“ „შვიდკაცას“ ტკბილი შესრულებით