LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: შვედებმა ჟანგიანი ავტომობილების ქრაშ-ტესტები ჩაატარეს

69

შვედურმა სადაზღვევო კომპანია Folksam დაჟანგებული, მეორადი ავტომობილების ქრაშ-ტესტები ჩაატარეს. გამოსაცდელად ის ავტომობილები აირჩიეს, რომელთა ასაკიც ათ წელს აღემატება.

ქრაშ-ტესტებისთვის მეხუთე თაობის ჰეთჩბეკი Volkswagen Golf და ასევე პირველი თაობის სედანი და უნივერსალი Mazda6 აირჩიეს. გამოცდა ორგანიზაცია Euro NCAP-ის წესების მიხდვით ჩატარდა, რომლებიც იმ დროს მოქმედებდა, როდესაც ეს ავტომობილები ბაზარზე გამოჩნდნენ. ავტომობილებმა 40%-იან ბარიერთან ფრონტალური შეჯახების ტესტი, გვერდითი დარტყმის იმიტაცია და ბოძთან შეჯახების ცდები გაიარეს.

2004 წელს ახალმა VW Golf V-მა Euro NCAP-ის ქრაშ-ტესტებში ხუთი ვარსკვლავი და ჯამში 33 ქულა მიიღო. მეორადი ვარიანტი კი ახალს მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩა – ავტომობილს ოთხი ვარკკვლავი დაუწერეს.

რაც შეეხება Mazda6-ს, 2003 წელს, როდესაც ის გამოჩნდა, ქრაშ-ტესტებში ოთხი ვარსკვლავი და 26 ქულა აიღო. მეორადმა, ჟანგიანმა ვერსიამ კი სამი ვარსკვლავი და 18 ქულა. როგორც Folksam-ის ექსპერტები აცხადებენ, ასეთ ავტომობილში დაღუპვის ალბათობა 20%-ით უფრო მაღალია, ვიდრე მის ახალ ვერსიაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები