Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ვიდეო: შუათანა ამბობდა „ის კაცი მოვიდა, ღამე რომ დადისო“ – რა ასწავლა ლევან რატიანს შვილმა – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: შუათანა ამბობდა „ის კაცი მოვიდა, ღამე რომ დადისო“ – რა ასწავლა ლევან რატიანს შვილმა

193
ლევან რატიანის

გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ექიმი ლევან რატიანი შვილთან, რატისთან ერთად იმყოფებოდა სტუმრად.

ლევან რატიანმა შვილებზე საუბრისას აღნიშნა, რომ მათთან ურთიერთობის დეფიციტი სულ აქვს.

„ბავშვებთან ისეთ კონტაქტში ვერ ვარ, როგორც რიგითი მშობელი უნდა იყოს. შუათანა ამბობდა (ახლა გადაეჩვია) „ის კაცი მოვიდა, ღამე რომ დადისო“.

ერთი პერიოდი სულ 24 საათი სულ სამსახურში ვიყავი და მესამე შვილი უნდა გაჩენილიყო. სულ ვფიქრობ, ამასთან მაინც მეტ დროს გავაკეთებ და ეს მაინც დამიძახებს-მეთქი მამას და ამასობაში პანდემიაც მოვიდა. რომელ მამის დაძახებაზეა საუბარი, რომ შედიხარ, აღარც კი ახსოვხარ“, – ამბობს რატიანი.

რატიანმა იმ ჩვევაზეც ისაუბრა, რომელიც მისი შვილისგან ისწავლა.

„სახლიდან გავრბივარ დაუგეგმავი ტანსაცმლით. არასდროს მაქვს იმის დრო, რომ წინა ღამით დავგეგმო, მეორე დღეს რა ჩავიცვა.  რატი არასდროს დაწვება, სანამ თავის ტანსაცმელს არ დაალაგებს სკოლაში წასვლის წინა დღეს.

რამდენიმე თვის წინ მელაპარაკა, არ გრცხვენია, სულ რომ ეძებ რა ჩაიცვა და რაც ხელში მოგხვდება, იმას იცვამ და ისე მიდიხარ სამსახურშიო.

ამ საუბრის შემდეგ ვისწავლე და წინასწარ ვიმზადებ ტანსაცმელს“, – იხსენებს რატიანი.

„ეს ჩვევა არ ვიცი საიდან მაქვს. შეიძლება თანდაყოლილია“, – ამბობს რატი რატიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები