LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „შფოთვები მქონდა, შეურაცხყოფილი ვიყავი, ყველაფრის გადატანა მარტომ ვერ შევძელი.. ნებისმიერი ძალადობის მსხვერპლი ქალი ამ გზას გადის“ – თეა გოდოლაძე

156
ing (1)

სეისმური მონიტორინგის ცენტრის დირექტორმა თეა გოდოლაძემ, გიორგი ღოღობერიძის საავტორო გადაცემაში „როგორ გადავრჩი“, საკუთარი ცხოვრებიდან ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც ძალადობის მსხვერპლი გახდა და ფსიქოლოგიურ ტრავმასთან გამკლავება მოუწია.

„პირიქით, ჩემზე მოხდა ფიზიკური ძალადობა ჩემი პარტნიორი მამაკაცის მხრიდან“ – რას ამბობს თეა გოდოლაძე მის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე

კითხვაზე, რა სახის პრობლემები ჰქონდა მუქარების ფონზე, თეა გოდოლაძემ აღნიშნა:

„შფოთვები მქონდა.. შეურაცხყოფილი ვიყავი, გრძნობები გაქვს ადამიანთან, ისე ხომ არ ხარ, რომ გრძნობები არ გქონდეს?

ამ ყველაფრის გადატანა, ფაქტობრივად, მარტომ ვერ შევძელი. მივხვდი, რომ საკუთარ თავს ვეღარ ვერეოდი. დავდიოდი ძალადობის მსხვერპლთა ცენტრში, სადაც არაჩვეულებრივი ფსიქიატრები და ფსიქოლოგები ჰყავთ, ისინი მეხმარებოდნენ.

ეს დასამალი არ არის, ნებისმიერი ძალადობის მსხვერპლი ქალი ამ გზას გადის და ძალიან ცუდად ვიყავი..

ამ ამბებიდან ორი თვე იყო გასული.. ვმუშაობდი, ერთი დღე არ გავჩერებულვარ, მეგობართან ერთად ვიყავი კიკეთში, სადაც პატარა ხის სახლი მაქვს, რომელსაც სარდაფი აქვს, იქ მქონდა გათიშვები. არ ვიცი, როგორ აღვწერო, ფაქტობრივად, განყენებული ხდები.

სახლს ვალაგებდი და ამ დროს კიბეებზე დავეცი, მთელი ძალით დავგორდი და ფაქტობრივად, ფეხი სამ ადგილზე გადავიმტვრიე“, – თქვა თეა გოდოლაძემ.

 

თეა გოდოლაძე ფსიქოლოგიურ ტრავმაზე

“შფოთვები მქონდა, შეურაცხყოფილი ვიყავი, ყველაფრის გადატანა მარტომ ვერ შევძელი… ნებისმიერი ძალადობის მსხვერპლი ქალი ამ გზას გადის” | თეა გოდოლაძე ფსიქოლოგიურ ტრავმაზე

Posted by როგორ გადავრჩი • Rogor Gadavrchi on შაბათი, 02 დეკემბერი, 2023

 

შეგახსენებთ, 22 აგვისტოს ერთ-ერთ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორს, თეა გოდოლაძეს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა 126 პრიმა მუხლით, რაც ოჯახის წევრის მიმართ ძალადობას გულისხმობს.

მაშინ თეა გოდოლაძემ თქვა, რომ 2 წლის წინანდელი საქმის წამოწევა, შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით, მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს უკავშირდება და მის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

ამავე თემაზე:

„მოძალადემ თავად დაადანაშაულა ძალადობაში, ბრალდებულ კაცს 15 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული“ – „საფარი“ თეა გოდოლაძეზე

„სამი შვილის მამის და მეუღლის ტრაგედიასთან შედარებით, ეს ამბავი არაფერია…ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას ამის გამო” – თეა გოდოლაძე

„ჩემი შანტაჟი პირადი ცხოვრებით არ გამოგივათ! არ გავჩუმდები! ნუ ცდილობთ ჩემ გაშავებას“ – თეა გოდოლაძე 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები