მოძრაობა „სირცხვილია • Shame Movement“ ასაჯაროებს მოსამართლეობის კანდიდატის მიერ GDI-ს კანონის უზენაესობის პროგრამის დირექტორისთვის გაგზავნილ ხმოვან შეტყობინებას.
„გზავნილი მოსამართლეობის კანდიდატისგან.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი, მოქმედი ადვოკატი – პაატა შავაძე მესამედ არ გამოცხადდა გასაუბრებაზე, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.
მართლმსაჯულების კოალიციის ფეისბუკ გვერდზე „მინდა ვენდო სასამართლოს“ განთავსდა ქარდი, რომელიც საზოგადოებას აცნობდა, რომ კანდიდატი გასაუბრებაზე არ გამოცხადდა.
ქარდზე კომენტარი დაწერა GDI-ს კანონის უზენაესობის პროგრამის დირექტორმა, გვანცა წულუკიძემ, რის შემდეგაც, მან მიიღო შემდეგი შინაარსის ხმოვანი შეტყობინება პაატა შავაძისგან.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.