ბუდუ ზიივზივაძემ პირველი არხის ეთერში კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ გერმანიაში ევროპის ჩემპიონატზე ჩასულ ქართველებს, ვინც სასტუმროს ვერ იშოვის სახლში დაპატიჟებს.
წამყვანის კითვა, რამდენი ადამიანის დატევა შეუძლია სახლში, ბუდუ პასუხობს:
„სიმართლე რომ გითხრათ, ძალიან დიდი სახლი არ მაქვს, მაგრამ არაა პრობლემა, შემიძლია, მისაღებ ოთახში მივწი-მოვწიო რაღაცები, დავაფინო ლეიბები და შეუძლიათ,დარჩნენ ჩემთან. მაგ დროს მე სახლში არ ვიქნები, სასტუმროში ვიქნები ნაკრებთან ერთად, ამიტომ ვისაც სურვილი ექნება, რომ ჩემთან დარჩეს, კონსულტაციები ჩემ ოჯახთან ერთად უნდა გაიაროს“. – განმარტა ბუდუმ.
ვიდეო: „ყველას, ვინც გერმანიაში სასტუმროს ვერ იშოვის, ჩემთან, სახლში ვეპატიჟები“ – ბუდუ ზივზივაძე