LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: “შემეშალა, ვერ ვუპასუხე…შემრცხვა” – რა ჰკითხა მოქალაქემ გიორგი გახარიას, რაზეც პასუხი ვერ გასცა

10011
BeFunky-collage

პარტია “საქართველოსთვის” თბილისის მერობის კანდიდატი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რომ ერთ-ერთ შეხვედრაზე, მოქალაქემ მას ისეთი შეკითხვა დაუსვა, რისი პასუხიც არ იცოდა.

“ამასწინათ, ვარ ერთ-ერთ შეხვედრაზე, ავჭალაში, მოქალაქეებთან. შუახნის მამაკაცმა მითხრა, მომწონხარ და კი მოგცემდი ხმას, მაგრამ ორ კითხვაზე უნდა მიპასუხოო.

– მე ვუთხარი, აგერ ვარ, კითხვების არასდროს შემშინებია, რა უნდა მკითხოთ-თქო.

“ზეთი რა ღირსო” – შემეშალა, ვერ ვუპასუხე.

მითხრა, ამიტომ არ მოგცემ ხმასო.

ვუთხარი მართალი ხარ-მეთქი. აი ეს არის კლასიკური მაგალითი, რაც მოსდის ხელისუფლებას, შემრცხვა”, – განაცხადა გახარიამ “რეაქციაში”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები