LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: შალვა ხაჭაპურიძის მოდელი ქალიშვილი საყვარელ ადამიანთან განშორებას მძიმედ განიცდის: „კარგავ შენს გეგმებსა და მოლოდინებს…“

877
12122222

ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის ქალიშვილი, მოდელი და ინფლუენსერი ლიკუნა ხაჭაპურიძე გვიზიარებს ვიდეოს, სადაც ჩანს, როგორ ტირის ის სხვადასხვა დროს.

ეს ტირილი საყვარელ ადამიანთან მტკივნეულმა დაშორებამ განაპირობა, რომლის შესახებაც ლიკუნა ვრცელ პოსტს წერს:

„როცა ურთიერთობას ასრულებ, შენ არ კარგავ მხოლოდ მეორე ადამიანს, შენ კარგავ შენს გეგმებსა და მოლოდინებს, შენს ნაწილს, შენი ნაწილის იმ ვერსიას, რომელიც სხვა პერსონასთან ერთად არსებობდა და მის გარეშე ისეთივე ვეღარ იქნება. ამიტომაც ხარ ასეთი სევდიანი და გულგატეხილი, შენ დაკარგე არა მხოლოდ შენი მეწყვილე, არამედ ისიც, ვინც მასთან ერთად იყავი. შენ გენატრება არა მხოლოდ ის ადამიანი, არამედ შენი ნაწილიც!..“

ლიკუნა ყველას მოუწოდებს, რომ სირთულეების მიუხედავად, არასდროს დანებდნენ:

„რასაც არ უნდა გადიოდე ახლა, არ გაჩერდე, არასდროს დანებდე!..“

 

 

View this post on Instagram

 

A post shared by Likuna (@likunasss)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები