64 წლის ლეგენდარული მსახიობი ვუპი გოლდბერგი, „გვიანი შოუს“ ონლაინ სტუმარი იყო. ვარსკვლავმა წამყვანთან, ჯეიმს კორდენთან უამრავ საინტერესო თემაზე ისაუბრა. გაიხსენა ყველასათვის საყვარელი ფილმები „იმოქმედე დაო“ და „იმოქმედე დაო 2“ და განაცხადა, რომ მოხარული იქნებოდა, თუკი ფილმის მესამე ნაწილიც გამოვიდოდა, რადგან ფილმებმა საზოგადოებაში დიდი სიყვარული დაიმსახურა.
„საზოგადოებას ფილმის მესამე ნაწილის ნახვა სურს, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ იმაზე, რომ იგივე სამსახიობო ჯგუფი შევკრიბოთ“,– განაცადა ვუპიმ.
შეგახსენებთ, „იმოქმედე დაო“ 1992 წელს გამოვიდა, ხოლო ფილმის მეორე ნაწილი საზოგადოებამ 1993 წელს იხილა. ფილმებს საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.