LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „საუკეთესო ქმარი და მისაბაძი ადამიანია.. ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ნაკრებს დავხმარებოდი, რა თქმა უნდა, მინდოდა, მშობიარობის დროს იქ ვყოფილიყავი“ – საფრანგეთში მყოფი ზურიკო დავითაშვილის ოჯახური იდილია

443
Untitled design (1)

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „ბორდოს“ შემტევი ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი ერთი თვის წინ მამა გახდა – წყვილს ვაჟიშვილი, დათი შეეძინა.

ვიდეო: როგორ მიულოცეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ზურიკო დავითაშვილს შვილის შეძენა

ფეხბურთელი მეუღლესთან და შვილთან ერთად ამჟამად იმყოფება საფრანგეთში, ბორდოში, სადაც მას გადაცემა „ნოესთან“ ესტუმრა. გადაცემის სრული ვერსია ეთერში 24 დეკემბერს გავა, მანამდე კი, როგორც ნოე სულაბერიძის გადაცემის ანონსიდან ირკვევა, მაყურებელი პატარა დათისაც გაიცნობს.

ფეხბურთელი შვილის დაბადების მომენტს იხსენებს და აღნიშნავს, რომ მშობიარობას შოტლანდიასთან მატჩის გამო ვერ დაესწრო:

„მე და ჩემმა მეუღლემ ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უნდა წამოვსულიყავი და ეროვნულ ნაკრებს დავხმარებოდი, ჩემმა მეუღლემ მიიღო… მე, რა თქმა უნდა, მინდოდა, იქ  ვყოფილიყავი“, – ამბობს ზურიკო დავითაშვილი.

„ზურიკო ჩემთვის ყველანაირად მისაბაძი ადამიანია, საუკეთესო ქმარია, ყველაფერში გვერდში მიდგას“, – აღნიშნავს ნია გზირიშვილი.

„ჩემი ცხოვრების სიყვარული“ – ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილი მეუღლეს დაბადების დღეს ულოცავს

ზურიკო დავითაშვილი გადაცემაში მეუღლის მხარდაჭერაზეც საუბრობს:

„ეს პერიოდი ძალიან რთული მქონდა და ის შედეგი, რომ, ასე ვთქვათ, ფეხბურთში მეორე შანსი მომეცა, ამ ყველაფერში ნიას ძალიან დიდი წვლილია“, – აღნიშნავს ფეხბურთელი.

 

კვირას, 24 დეკემბერს – ზურიკო დავითაშვილი #ნოესთან | 22:30

კვირას, 24 დეკემბერს – ზურიკო დავითაშვილი #ნოესთან | 22:30

Posted by Noe Sulaberidze • ნოე სულაბერიძე on ოთხშაბათი, 20 დეკემბერი, 2023

 

„ჩემი ტკბილი ბიჭი“ – ზურიკო დავითაშვილი უთბილეს ოჯახურ კადრებს გვიზიარებს 

ზურიკო დავითაშვილისა და მია გზირიშვილის საახალწლო განწყობა – რა ფოტოს გვიზიარებს ფეხბურთელის მეუღლე 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები