LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „საუკეთესო დედა და ჩემი პირველი მეგობარია, მას ყველაფერს ვუყვები…“ – როგორი დედა-შვილობა აქვთ მარიამ როინიშვილსა და ელენე მახარაძეს

1811
მარიამ როინიშვილი და ელენე მახარაძე

მარიამ როინიშვილმა და მისმა ქალიშვილმა, ელენე მახარაძემ დედა-შვილობაზე „დილა მშვიდობისა საქართველოსთან“ ისაუბრეს.

ელენე აღნიშნავს, რომ მარიამი საუკეთესო დედაა:

„ძალიან მეგობრულია, დედა ჩემი პირველი მეგობარია, ყველაფერს ვუყვები. დედას რომ ვერ ეუბნებიან ვერაფერს, ასე არ ვარ, დედას უფრო მეტ რამეს ვეუბნები, ვიდრე მეგობრებს…“

მარიამი აღნიშნავს, რომ ელენეს მხრიდანაც ზუსტად იგივე დამოკიდებულებას გრძნობს:

„ზუსტად ასეა. შეიძლება, ეს პირველად ჩემგან წამოვიდა, ძალიან გახსნილი ვიყავი ელენესთან და წინაპირობა შევუქმენი, მასაც იგივე სურვილი გასჩენოდა მეგობრული ურთიერთობის… მგონი, ჯერჯერობით გაგვიმართლა, მომავალში ვნახოთ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები